Saturday, April 25, 2015

თამბაქო- სიცოცხლისათვის საშიში მცენარე

ევროპაში თამბაქო, ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გახდა ცნობილი. თავდაპირველად თამბაქო სამკურნალო მცენარედ მიაჩნდათ, რადგან თავის ტკივილს აყუჩებდა, მისი გამხმარი ფოთლები კი სისხლდენას აჩერებდა. მოგვიანებით დადგინდა, თუ რა მავნე ზემოქმედებას ახდენს  თამბაქო ორგანიზმზე. მისი კვამლი 7000-ზე მეტი ქიმიკატის შხამიანი ნარევია, მათგან სულ მცირე 250 ჯანმრთელობისთვის მავნებელია, 70-ზე მეტი კი დადასტურებულია-კიბოს იწვევს!

























მწეველებს ხშირად აწუხებთ სუნთქვის ორგანოების სხვადასხვა დაავადება: ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ასთმა, ტუბერკულიოზი. დადგენილია, რომ მწეველები ყველაზე ხშირად ავადდებიან ფილტვის კიბოთი.



მოწევა ყველასთვის მავნებელია განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალისთვის, რადგან იგი ვნებს არა მხოლოდ დედას, არამედ ბავშვსაც. თამბაქოს კვამლის შხამი ცუდად მოქმედებს ნაყოფის ტვინზე, რაც იწვევს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენილობას. მწეველ დედებს უფრო ხშირად უჩნდებათ შვილები სხვადასხვა სიმახინჯეებით..




 ადამიანს რომელიც თვითონ არ ეწევა მაგრამ მწევლებს შორის ყოფნა და სიგარეტის კვამლის შესუნთქვა უწევს პასიური მწეველი ჰქვია. პასიური მწეველი ბევრად მეტად ზარალდება კვამლის შესუნთქვით, ვიდრე მწეველი..!


საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. გამოკვლევების მონაცემებით, დღესდღეობით თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40 %.  მამაკაცებს შორის მწეველია 50-65 %, ხოლო ქალებს შორის 16-22 %.   ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ. გოგონები  12-13  წლის ასაკში. სკოლის პერიოდში მოწევის დაწყება იწვევს სიმაღლეში ზრდის შეჩერებას, გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვას, გულის დაავადებებს.




- XX საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში თამბაქოს გამო ყოველწლიურად 5.4 მილიონი ადამიანი კვდება, ანუ ყოველ 6 წამში - 1 .


თამბაქოს დამოკიდებულებისან სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი ეფექტური მედიკამენტი, მათ შორის სპეციალური სიგარეტი რომლის მოხმარება მწეველებს თამბაქოს მიღების სურვილს უკარგავს.














ასე რომ თამბაქოს მოხმარება მავნე ჩვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყოველი                                                               
                                               ადამიანის ჯანსაღ მომავალს ! ! !




No comments:

Post a Comment