სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. კვების წესისა და რეჟიმის მოწესრიგება ხშირად იმ ჩამონათვალთა სიაში ხვდება, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ, მაგრამ, როგორც წესი, არ ვასრულებთ. თუ ჯანსაღ კვებას გადაწყვეტთ, ეცადეთ კვების რეჟიმი დაიცვათ. ყოველდე ერთსა და იმავე დროს ჭამა, მომნელებიელი სისტემის მოწესრიგებულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს. უმჯობესია, დღის განმავლობაში ოთჯერ ვჭამოთ, 3-4 საათიანი ინტერვალით. არანაკლებ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის რამდენჯერმე მიღება, სულ ცოტა, 400გრ დღეში.ხილიდან და ბოსტნეულიდან ორგანიზმი იღებს მინერალურ ნივთიერებებს, ბოჭკოებს, ვიტამინებს, რაც ქრონიკული დაავადებების განვითარებას ხელს უშლის .
ყველაზე მნიშვნელოვანია, მიღებული საკვები იყოს ნატურალური , ჯანსაღი და არა შხამ-ქიმიკატებით გამდიდრებული..!!
No comments:
Post a Comment