მუსიკა-არის ხელოვნების სახე რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია დამაჯერებლად და კონკრეტულად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარი მუსიკალური სისტემები განავითარეს. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები და მიმდინარეობები.
მე პირადად, ძალიან მიყვარს მუსიკა. უფრო კონკრეტულად კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით ბეთჰოვენის და შოპენის შემოქმედება.
ჩემი აზრით ჯანსაღ ცხოვრებაში ადგილი მუსიკასაც უკავია. ის ადამიანთან ერთად გაჩნდა და მუდამ მისი მეგზურია. ადამიანი დროთა განმავლობაში ქმნიდა მუსიკას, შიგ დებდა თავის ემოციას, განცდებს. ასე ჩამოყალიბდა მისი მრავალი მიმდინარეობა.
ამ მიმდინარეობებიდან ერთ-ერთი კლასიკური მუსიკაა. მასში არ არის არანაერი აგრესია და ბრაზი. პირადად ჩემთვის კლასიკური მუსიკის მოსმენა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მისი მოსმენისას საოცრად ვმშვიდდები. იგი ხსნის სტრესს და დაძაბულობას.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კაცი, რომელსაც მუსიკა სხეულში არ გაჯდომია, ვისი გულიც ტკბილ ბგერებს არ აუტოკებია, ის მხოლოდ ღალატისთვის, ძარცვისა და ვერაგობისთვის შობილა. - შექსპირი |
-მუსიკა უფრო მაღალი ზეშთაგონებაა, ვიდრე რომელიმე სიბრძნე ან ფილოსოფია. - ბეთჰოვენი |
თუ მოუსმენ კლასიკურ მუსიკას ნამდვილად მიხვდები რა არის ჯანსაღი და რა არაჯანსაღი..!
No comments:
Post a Comment