Monday, May 11, 2015

დღის რეჟიმი

დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია (ძილის, კვების, შრომის, დასვენების, პირადი ჰიგიენის, სპორტის და ა.შ. მიზანშეწონილი განსაზღვრა) აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მუშაობის და დასვენების სწორი შეთავსება ითვლება მაღალი შრომისუნარიანობის საფუძვლად.




ადამიანის შრომისუნარიანობა 24 საათის განმავლობაში  იცვლება დღეღამური ბიოლოგიური რიტმის მიხედვით და აქვს ორი პიკი: 10-დან 12-მდე და 16-დან 18 საათამდე.   ღამე შრომისუნარიანობა ქვეითდება განსაკუთრებით 1-დან ღამის 5 საათამდე. ე.ი ყველაზე საუკეთესო დრო მუშაობისთვის/სწავლისთვის არის სწორედ 10-დან 12-მდე და 16-დან 18-მდე. ეს საათები ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის (სპორტისთვის).

დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე, ყოველკვირეულად, ყოველწლიურად(შვებულების ან არდადაგების დროს), რათა მან გამოიყენოს თავისუფალი დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშესაწყობად ან აღსადგენად.

ყოველდღიური დასვენების ფორმაა ძილი. სრულფასოვანი ძილის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ჯანმრთელობა. ძილის საათობრივი მოთხოვნილება დამოკიდებილია ასაკზე, ცხოვრების წესზე, ადამიანის ნერვული სისტემის ტიპზე. მარადიულ გამოუძინებლობას თან სდევს გადაღლილობა, ის თავის მხრივ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. საშუალოდ რეკომენდირებულია არაუმეტეს 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი. 











Saturday, April 25, 2015

მუსიკა და ადამიანი




მუსიკა-არის ხელოვნების სახე რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია დამაჯერებლად და კონკრეტულად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა.  ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარი მუსიკალური სისტემები განავითარეს. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები და მიმდინარეობები.






მე პირადად, ძალიან მიყვარს მუსიკა. უფრო კონკრეტულად კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით ბეთჰოვენის და შოპენის შემოქმედება.


ჩემი აზრით ჯანსაღ ცხოვრებაში ადგილი მუსიკასაც უკავია. ის ადამიანთან ერთად გაჩნდა და მუდამ მისი მეგზურია. ადამიანი დროთა განმავლობაში ქმნიდა მუსიკას, შიგ დებდა თავის ემოციას, განცდებს. ასე  ჩამოყალიბდა მისი მრავალი მიმდინარეობა.







 ამ მიმდინარეობებიდან ერთ-ერთი კლასიკური მუსიკაა. მასში არ არის არანაერი აგრესია და ბრაზი. პირადად ჩემთვის კლასიკური მუსიკის მოსმენა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მისი მოსმენისას საოცრად ვმშვიდდები. იგი ხსნის სტრესს  და              დაძაბულობას.






---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კაცი, რომელსაც მუსიკა სხეულში არ გაჯდომია, ვისი გულიც ტკბილ ბგერებს არ აუტოკებია, ის მხოლოდ ღალატისთვის, ძარცვისა და ვერაგობისთვის შობილა. - შექსპირი




-მუსიკა უფრო მაღალი ზეშთაგონებაა, ვიდრე რომელიმე სიბრძნე ან ფილოსოფია. - ბეთჰოვენი

თუ  მოუსმენ  კლასიკურ  მუსიკას  ნამდვილად  მიხვდები რა არის ჯანსაღი და                                                                                       რა არაჯანსაღი..!




თამბაქო- სიცოცხლისათვის საშიში მცენარე

ევროპაში თამბაქო, ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გახდა ცნობილი. თავდაპირველად თამბაქო სამკურნალო მცენარედ მიაჩნდათ, რადგან თავის ტკივილს აყუჩებდა, მისი გამხმარი ფოთლები კი სისხლდენას აჩერებდა. მოგვიანებით დადგინდა, თუ რა მავნე ზემოქმედებას ახდენს  თამბაქო ორგანიზმზე. მისი კვამლი 7000-ზე მეტი ქიმიკატის შხამიანი ნარევია, მათგან სულ მცირე 250 ჯანმრთელობისთვის მავნებელია, 70-ზე მეტი კი დადასტურებულია-კიბოს იწვევს!

























მწეველებს ხშირად აწუხებთ სუნთქვის ორგანოების სხვადასხვა დაავადება: ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ასთმა, ტუბერკულიოზი. დადგენილია, რომ მწეველები ყველაზე ხშირად ავადდებიან ფილტვის კიბოთი.



მოწევა ყველასთვის მავნებელია განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალისთვის, რადგან იგი ვნებს არა მხოლოდ დედას, არამედ ბავშვსაც. თამბაქოს კვამლის შხამი ცუდად მოქმედებს ნაყოფის ტვინზე, რაც იწვევს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენილობას. მწეველ დედებს უფრო ხშირად უჩნდებათ შვილები სხვადასხვა სიმახინჯეებით..




 ადამიანს რომელიც თვითონ არ ეწევა მაგრამ მწევლებს შორის ყოფნა და სიგარეტის კვამლის შესუნთქვა უწევს პასიური მწეველი ჰქვია. პასიური მწეველი ბევრად მეტად ზარალდება კვამლის შესუნთქვით, ვიდრე მწეველი..!


საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. გამოკვლევების მონაცემებით, დღესდღეობით თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40 %.  მამაკაცებს შორის მწეველია 50-65 %, ხოლო ქალებს შორის 16-22 %.   ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ. გოგონები  12-13  წლის ასაკში. სკოლის პერიოდში მოწევის დაწყება იწვევს სიმაღლეში ზრდის შეჩერებას, გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვას, გულის დაავადებებს.




- XX საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში თამბაქოს გამო ყოველწლიურად 5.4 მილიონი ადამიანი კვდება, ანუ ყოველ 6 წამში - 1 .


თამბაქოს დამოკიდებულებისან სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი ეფექტური მედიკამენტი, მათ შორის სპეციალური სიგარეტი რომლის მოხმარება მწეველებს თამბაქოს მიღების სურვილს უკარგავს.














ასე რომ თამბაქოს მოხმარება მავნე ჩვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყოველი                                                               
                                               ადამიანის ჯანსაღ მომავალს ! ! !




Friday, April 24, 2015

სირბილი

,, თუ გსურს იყო ძლიერი - ირბინე, გსურს იყო ლამაზი - ირბინე, გსურს იყო ჭკვიანი - ირბინე." - ეს სიტყვები ელადაში ორი ათასი წლის წინ ამოტვიფრეს.

სირბილი მართლაც უნიკალური და შეუცვლელი საშუალებაა, რათა  მუდამ იყოთ საუკეთესო ფორმაში და გქონდეთ ამაღლებული განწყობა. სირბილის მოყვარულებს ვარჯიშის შემდეგ საკმაოდ კარგად ეხსნებათ გონება. გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მონაცვლეობა კარგად აისახება შრომისუნარიანობაზე და საზრიანობაზე.  ამასთან სპორტის მოყვარულები გაცილებით განტვირთულნი არიან უარყოფითი ენერგიისაგან და დაძაბულობისაგან, ამიტომ გონებრივ დატვირთვებს საკმაოდ ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან. ჯანმრთლობის მაჩვენებლების მიხედვით სირბილის მოყვარულები, თავის თანატოლებთან შედარებით 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

გარდა ამისა:


  •  სირბილი ამაგრებს გულის კუნთს, ავითარებს ფილტვებს,აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას.
  • სირბილის შემდეგ ქვეითდება მადა, ამიტომ ნაყრდებით უფრო პატარა პორციებით ვიდრე სხვა დროს.
  • სირბილის სიჩქარის შესაბამისად ერთ საათში შეგიძლიათ დაწვათ 500-დან 800 კალორიამდე.
  • ნებისმიერ ამინდში სირბილი- ეს ორგანიზმის გაკაჟებაა, რომელიც ამაღლებს გაციების მიმართ წინააღმდეგობის უნარს.






ჯანსაღი ცხოვრება- კვება


სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. კვების წესისა და რეჟიმის მოწესრიგება ხშირად იმ ჩამონათვალთა სიაში ხვდება, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ, მაგრამ, როგორც წესი, არ ვასრულებთ. თუ ჯანსაღ კვებას გადაწყვეტთ, ეცადეთ კვების რეჟიმი დაიცვათ. ყოველდე ერთსა და იმავე დროს ჭამა, მომნელებიელი სისტემის მოწესრიგებულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს. უმჯობესია, დღის განმავლობაში ოთჯერ ვჭამოთ, 3-4 საათიანი ინტერვალით. არანაკლებ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის რამდენჯერმე მიღება, სულ ცოტა, 400გრ დღეში.ხილიდან და ბოსტნეულიდან  ორგანიზმი იღებს მინერალურ ნივთიერებებს, ბოჭკოებს, ვიტამინებს, რაც ქრონიკული დაავადებების განვითარებას ხელს უშლის           .

ყველაზე მნიშვნელოვანია, მიღებული საკვები იყოს ნატურალური , ჯანსაღი და არა  შხამ-ქიმიკატებით გამდიდრებული..!!