ადამიანის შრომისუნარიანობა 24 საათის განმავლობაში იცვლება დღეღამური ბიოლოგიური რიტმის მიხედვით და აქვს ორი პიკი: 10-დან 12-მდე და 16-დან 18 საათამდე. ღამე შრომისუნარიანობა ქვეითდება განსაკუთრებით 1-დან ღამის 5 საათამდე. ე.ი ყველაზე საუკეთესო დრო მუშაობისთვის/სწავლისთვის არის სწორედ 10-დან 12-მდე და 16-დან 18-მდე. ეს საათები ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის (სპორტისთვის).
დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე, ყოველკვირეულად, ყოველწლიურად(შვებულების ან არდადაგების დროს), რათა მან გამოიყენოს თავისუფალი დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშესაწყობად ან აღსადგენად.
ყოველდღიური დასვენების ფორმაა ძილი. სრულფასოვანი ძილის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ჯანმრთელობა. ძილის საათობრივი მოთხოვნილება დამოკიდებილია ასაკზე, ცხოვრების წესზე, ადამიანის ნერვული სისტემის ტიპზე. მარადიულ გამოუძინებლობას თან სდევს გადაღლილობა, ის თავის მხრივ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. საშუალოდ რეკომენდირებულია არაუმეტეს 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი.